სახელმწიფოს თანხმობა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე გამოიხატება რატიფიკაციით, როდესაც:

a) ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ასეთი თანხმობა გამოიხატება რატიფიკაციით;

b) სხვაგვარადაა დადგენილია, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ რატიფიკაციის სავალდებულობაზე;

c) სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მისი რატიფიკაციის პირობით; ან

d) სახელმწიფოს განზრახვა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას მისი რატიფიკაციის პირობით, გამომდინარეობს მისი წარმომადგენლის უფლებამოსილებიდან ან გამოხატული იყო მოლაპარაკებების დროს.

2. სახელმწიფოს თანხმობა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე გამოიხატება მისი მიღებით ან დამტკიცებით იმ პირობათა მსგავსად, რომლებიც გამოიყენება რატიფიკაციის მიმარ