1. საკრებულოს აპარატში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან განყოფილებები, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების, მუდმივი კომისიებისა და აპარატის უფროსის სამდივნოები.
2. საკრებულოს აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, აპარატის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.
4. საკრებულოს აპარატის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.