ა) საკრებულოს სხდომების მომზადებას;

ბ) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, საფინანსო და სხვა საკითხების გადაწყვეტას;

გ) საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების დავალებების შესრულებას;

ე) საკრებულოს ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას;

ვ) სხდომებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადებასა და საკრებულოს წევრებისათვის მიწოდებას;

ზ) საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას;

თ) პრესით, ტელევიზიითა და რადიოთი საკრებულოს საქმიანობის გამოქვეყნებასა და გაშუქებას;

ი) საკრებულოში სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და საკრებულოს აპარატის დებულები