2. საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.
3. საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ორგანიზებას უწევს ქ. თბილისის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვასა და შეთანხმებას.
5. ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ეგზავნება ყველა კომისიასა და ყველა ფრაქციას. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საკრებულოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 22 ნოემბრისა.
6. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს.
7. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მერი წარუდგენს საკრებულოს.
8. საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მერთან შეთანხმებით.
9. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
10. ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით საკრებულოსა და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.
11. საკრებულოს სხდომას თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს:
ა) ქალაქ თბილისის მერი;
ბ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილე;
გ) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.
12. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.
თავი XII
საკრებულოს სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, გამოქვეყნება და ძალაში შესვლ