ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება.
2.ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით და მოცემული რეგლამენტით.
3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მოცემული რეგლამენტით.
4. საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.
5. საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი