2. მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომისიების, ფრაქციების წარმომადგენლებს, ცალკეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ დაუსვან განსახილველ საკითხთან დაკავშირებული, მათთვის საინტერესო შეკითხვები მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს, რისთვისაც მათ ეძლევათ სამი წუთი, ხოლო დამატებით დაზუსტებული კითხვისათვის 1 წუთი.
3. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთიანად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას, რისთვისაც მას ეძლევა არა უმეტეს ხუთი წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით.
4. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ საკრებულოს თითოეულ წევრს ეძლევა ხუთი წუთი სიტყვით გამოსვლისათვის (რეპლიკისათვის).
5. ერთიდაიმავე საკითხზე რეპლიკის უფლებით საკრებულოს წევრი სარგებლობს მხოლოდ ერთხელ.
6. სიტყვით გამოსვლის (რეპლიკის ამოწურვის) შემდეგ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს ეძლევა დრო დასკვნითი სიტყვისათვის არა უმეტეს ხუთი წუთისა.
7. ფრაქციის და კომისიის სახელით საკრებულოს წევრს უფლება აქვს მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისარგებლოს სიტყვის უფლებით არა უმეტეს ხუთი წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროი