2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს მიერ.

3. საკრებულოს სხდომის მსვლელობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

5. საკრებულოს აპარატი ასევე უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას, სადაც ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: სხდომის გამართვის თარიღი, დღის წესრიგი, დამსწრეთა და მოწვეულ პირთა სახელი, გვარი და თანამდებობა, გამომსვლელთა გვარები და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი, მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის დღის წესრიგის ყველა საკითხი ოქმში შეიტანება შემდეგნაირად: მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, გადაწყვიტეს. თუ არსებობს მოხსენების ტექსტი ან მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტები, აგრეთვე სხვა მასალა, ისინი დაერთვის ოქმს, ხოლო ოქმში კეთდება მითითება: „მოხსენების ტექსტი” (გადაწყვეტილების პროექტი, ან სხვა მასალა სხდომის ოქმს თან ერთვის).

6. საკრებულოს სხდომის მსვლელობა იწერება საკრებულოს სხდომათა დარბაზში არსებული შესაბამისი აპარატურის მეშვეობით და ჩანაწერის ფაილი ინახება საქმისწარმოების განყოფილებაში კანონმდებლობით დადგენილი წესი