2. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე უხუცესი წევრი.
3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
4. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, ნაკლებია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომა მოიწვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საკრებულოს აპარატი ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს პირველი სხდომის მიმდინარეობას