1.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
2.
საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომებს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.
3.
საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.
4.
საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა)
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ)
სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ)
ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
დ)
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 43. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 43. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 48. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 47. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 52. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 38. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 39. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 40. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
- მუხლი 42. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 44. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. ახალარჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 47. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 48. ახალარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-43/