1.
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
გ)
საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
დ)
საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ე)
საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;
ვ)
საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება;
ზ)
საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
2.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია, თუ საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობამ არ მიიღო სხვა გადაწყვეტილება.
3.
თუ სხდომა ვერ გაიხსნა ქვორუმის არ არსებობის გამო ან თუ ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომა ერთი კვირით გადაიდება.თავი VIII
საკრებულოს სხდომ