1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ) ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ე) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
ვ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
ზ) საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება;
თ) საკრებულოს კომისიების შემადგენლობების ცნობად მიღება;
ი) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს ერთი კვირით.
საკრებულოს სხდო