1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;
გ) საკრებულოს ფრაქციების შექმნის ცნობად მიღება;
დ) საკრებულოს კომისიებში ფრაქციების და უფრაქციო წევრების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;
ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება;
ვ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების შექმნა და რეგისტრაცია.
3. თუ ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს ერთი კვირით.
საკრებულოს სხდო