1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს, ხოლო თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა - მომდევნო სამუშაო დღეს.
2. მიმდინარე თვის განმავლობაში საკრებულოს მომდევნო მორიგ სხდომას აუცილებლობის შემთხვევაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის დასაბუთებული მოთხოვნით.
3. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიცავს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებული საკრებულოს სხდომების ერთობლიობას.
4. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგისა და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს მორიგ სხდომაზე გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.
6. მორიგ სხდომაში საკრებულოს სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობასთან. საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის/საკითხების განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ამავე მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ სხდომებზე.
7. საკრებულოს მორიგი სხდომა სრულდება, როდესაც ამ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საკითხების) განხილვის გადადების შესახებ)).
8. საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს სხდომა, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახე