1. საკრებულოს მორიგი სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომაზე გამოცხადდა საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო კვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა კვორუმი - მომდევნო სამუშაო დღისთვის.
3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტ