1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - პირველი მოადგილე, ან მისი დავალებით საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნასა და დახურვას (დასრულებას);
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;
დ) ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ამ რეგლამენტის მე-X თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აძლევს გაფრთხილებას (ოქმში შეტანით ან ოქმში შეტანის გარეშე), სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევ პირს;
ზ) ამ რეგლამენტის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის;
თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შეთანხმების მიზნით შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ;
ი) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (ორი და მეტი) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას, რომლის შედეგების შესაბამისად სთავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას;
კ) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს.
3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა:
ა) უზრუნველყოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა;
ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხების სრულყოფილად განხილვას.
4. იმ შემთხვევაში, თუ სხდომის თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების საკუთარ ვარიანტს, იგი კენჭისყრაზე დგება ბოლო