1. თუ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, სხდომის თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს მას, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, სხდომის თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ იქნა გაფრთხილებული დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან მას ხელმეორედ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და აღარ მისცეს ამავე საკითხზე გამოსვლის უფლება. სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს სხდომაზე მსჯელობის საგანი.

2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მომდევნო სამუშაო დღისათვის.

3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება სხდომაზე მოწვეულ პირებზეც. თუ ისინი გამოხატავენ პოზიციას სხდომის მიმდინარეობის შესახებ ისეთი ფორმით, რომ ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით გაძევებული იქნებიან სხდომის დარბაზიდან.

4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.

5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საკითხს განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს საკრებულოს წევრის გაფრთხილების გადაწყვეტილება, რომელსაც ამტკიცებს საკრებულ