1. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.

2. სხდომაზე დამსწრე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) ხმარობს შეურაცმყოფელ გამოთქმებს;

გ) მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციულ მოწოდებებს;

დ) ხმამაღლა საუბრობს (მათ შორის, მობილური ტელეფონით) სხდომის დარბაზში ან/და ემოციურად გამოხატავს თავის მოსაზრებებს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობა