1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისთვის ეძლევა დრო 20 წუთამდე, თანამომხსენებელს - 15 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის - 10 წუთამდე. დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ დრო პირველად 7 წუთამდე, მეორედ გამოსვლისას - 5 წუთამდე, პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით - 1 წუთამდე, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის - 3 წუთამდე.

2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, მომხსენებლის მოთხოვნით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია გააგრძელოს გამოსვლის დრო არაუმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ მომხსენებლის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც გამოსვლის დროის პროპორციულად გაზრდ