1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგითობის გარეშე გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის განხილვისას.
2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის თავმჯდომარეობა დროებით გადააბაროს კანონით უფლებამოსილ სხვა პირს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სხდომის თავმჯდომარეობის განხორციელებას.
3. თუ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა დებატების დახურვის შემდეგ, დებატები უნდა გაგრძელდეს შეზღუდული ფორმატით ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის შესაბამისა