1. ამ თავით დადგენილი წესების დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) სხდომიდან გაძევება.

2. საკრებულოს წევრი ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირი შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი:

ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ მაინც აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

გ) შეურაცხყო საკრებულო, საკრებულოს რომელიმე წევრი ან სხვა პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება თუ არა ეს პირი საკრებულოს სხდომაზე;

დ) არღვევს ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას;

ე) უხეშად ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მითითებებს და შენიშვნებს.

3. სხდომიდან გაძევებულ პირს უფლება არა აქვს სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე დაბრუნდეს დარბაზში სხდომის დამთავრებამდე.

თავი XI

კენჭისყრის წე