1. საკითხის განხილვის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში.

2. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას.

3. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საკრებულოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე გადადებს კენჭისყრას და აცხადებს კენჭისყრის ჩატარების დრო