1. საკრებულოს დადგენილების პროექტს კენჭი ეყრება თითოეული მუხლის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე პუნქტების (ქვეპუნქტების) მიხედვით, რის შემდეგაც დადგენილებას ერთიანად უნდა ეყაროს კენჭი.
2. თავდაპირველად კენჭი ეყრება პროექტის ინიციირებულ ვარიანტს, ხოლო მისი არმიღების შემთხვევაში - პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით.
3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს განხილვის შემდეგ დადგენილების პროექტს ერთიანად უყაროს კენჭი, თუ პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს დადგენილების პროექტის ის მუხლები, რომლებზეც შენიშვნა არ იქნა გამოთქმული და ამ მუხლებს ერთიანად უყაროს კენჭი.
4. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთ შემთხვევაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ პროექტს უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით ერთიანადაც უნდა ეყაროს კენჭი.
5. თუ საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი), ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება, ხოლო თუ პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი) არ იქნა მიღებული, ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი ეყრება რიგითობის მიხედვით. თუ რომელიმე ვარიანტი საკრებულომ მიიღო, მაშინ სხვა ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება.
6. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი/ქვეპუნტი) და არ არის დასახელებული ალტერნატიული ვარიანტი, ან არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ იქნა მიღებული, სხდომის თავმჯდომარე აგრძელებს პროექტის მუხლობრივ (პუნქტებით/ქვეპუნქტებით) კენჭისყრას, რომლის დამთავრების შემდეგ პროექტის ერთიანად კენჭისყრამდე აძლევს მის ინიციატორს წინადადებას ამოიღოს ის მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი) რომელიც კენჭისყრით იქნა უარყოფილი (თუ ამ მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ამოღება არ იწვევს პროექტის სხვა მუხლების (პუნქტების/ქვეპუნქტების) შეცვლას და არ ცვლის პროექტის არსს)), ან წარმოადგინოს ამ მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ახალი ვარიანტი.
7. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ამოღების თაობაზე, პროექტს კენჭი ეყრება ერთიანად ამ მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) გარეშე.
8. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ახალი ვარიანტის მომზადების შესახებ, პროექტის ერთიანად კენჭისყრა გადაიდება მისი ინიციატორის მიერ შეთავაზებული დროით.
9. თუ პროექტის ინიციატორი არ ეთანხმება სხდომის თავმჯდომარის შემოთავაზებას, პროექტს ერთიანად ეყრება კენჭი. თუ საკრებულოს მიერ პროექტი ერთიანად იქნა მიღებული, მიღებულად ითვლება ასევე ის მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი), რომელიც ცალკე კენჭისყრისას არ იქნა მიღებული. თუ პროექტი ერთიანად არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან.
10. კენჭისყრისას საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.
11. კენჭისყრაში მონაწილეობისას საკრებულოს წევრი თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი