1. საკრებულოში ინიციირების წესით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი გაივლის შემდეგ პროცედურებს:

ა) პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს;

ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ არეგისტრირებს პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად;

გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ, განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებში პროექტის განხილვისა და საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;

დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პროექტის გამოქვეყნებას და მის მიწოდებას საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე მუნიციპალიტეტის მერიისთვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადა, კომისიის (კომისიების) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა;

ე) საკრებულოს კომისია, მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას/წინადადებას/შენიშვნას საკრებულოს აპარატს;

ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული დასკვნების, წინადადებებისა და შენიშვნების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;

ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს, წინადადებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებას პროექტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან მისი უარყოფის შესახებ.

2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ უნდა იქნეს პროექტის შესახებ დასკვნის არარსებობის ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავა