1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება:
ა) შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა;
ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა.
2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენელი (წარმომადგენლები). სხდომაზე თანამომხსენებლად გამოდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი), რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს კომისიის დასკვნას.
3. მომხსენებლის და თანამომხსენებლის მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს სხდომაზე განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტში ცვლილების წინადადება არ არის მიღებული, თუკი საკრებულო სხდომაზე არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი