1. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერმა არ გაიზიარა საკრებულოს შენიშვნები - ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 91-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.

4. საკრებულოს დადგენილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. დამტკიცებული ბიუჯეტის დადგენილი წესით გამოქვეყნებას და ხელმისაწვდომობას  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ