1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მუნიციპალიტეტის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.

2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის მუნიციპალიტეტის ფინანსებზე გავლენის შესახებ.

3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე.

4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის შემდეგ.

5. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილება უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის თანხმობი