1. მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 81-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე აუცილებლობის მოტივით დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტის ხელახლა განხილვის საკითხი.

2. საკრებულოს შესაბამის კომისიას ან/და საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მერის მიერ ნორმატიული აქტის პროექტის ხელახლა განხილვის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის მერის წინადადება უარყოფილად ჩაითვლება, თუ საკრებულო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ნორმატიული აქტის პროექტს.

4. საკრებულო შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტს განიხილავს ამ რეგლამენტის  81-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.

5. თუ ნორმატიული აქტის პროექტი საკრებულოს მიერ ხელმეორედ იქნა უარყოფილი, იგი მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეიძლება იქნეს წარდგენილი ხელახლა განსახილველად.

თავი XIV

საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა, თანამდებობიდან გადაყენება და გადადგომა. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვე