1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ ხელმოწერილი უნდა იქნეს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3–ის მიერ. მოთხოვნა ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ამოწმებს ხელმოწერათა ნამდვილობას და რეგისტრაციაში ატარებს მოთხოვნას. მოთხოვნა იმავდროულად შეიძლება შეიცავდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც.

2. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში მოთხოვნილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც, რიგგარეშე სხდომა მოიწვევა და ტარდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში არ არის დასმული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოესი მორიგი სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად.

4. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მისი არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში -  თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე, ხოლო თუ არცერთი მოადგილე არ არის ან უარს ამბობს მოვალეობის შესრულებაზე - საკრებულოს სხდომაზე დამსწრე უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის ინიციატორებმა შეუძლიათ გამოყონ ერთი მომხსენებელი ან უარი თქვან თავიანთი მოსაზრების დასაბუთებაზე და მოითხოვონ განხილვის გარეშე კენჭისყრის ჩატარება.

6. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს სხდომას. მისი ეს უფლება არ შეიძლება იქნეს უარყოფილი.

7. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ფარული კენჭისყრა ბიულეტენების საშუალებით.

8. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

9. თუ საკრებულომ კენჭისყრის შედეგად ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება ან თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

10. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი უფლებამოსილება დროებით უჩერდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებისა