1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა ან შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების მოთხოვნას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმ