1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები უნდა გაფორმდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების რედაქტირებას და გაფორმებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი მიღებიდან არაუგვიანეს ორი დღისა მატერიალური და ელექტრონული დოკუმენტის სახით ხელმოსაწერად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ან სხვა უფლებამოსილ პირ