1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად, ასევე ამ რეგლამენტის 131-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიების) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
3. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ელექტრონულად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე - www.matsne.gov.ge.
4. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - საკრებულოს განკარგულება, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
5. საკრებულოს სამართლებრივი აქტები ელექტრონულად უნდა გამოქვეყნდეს (გამოსაქვეყნებლად გადაეცეს) უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების შემდე