1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერ თანამდებობის პირს.

2. შეკითხვის წესით შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრულ საკითხებზე.

3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. წერილობითი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება.

4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება საკითხის საკრებულოს სხდომის (ბიუროს სხდომის) დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება 3 დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი შემდგომი განხილვის გარეშე.

6. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხ