1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა კომისიამ ან/და მერიის შესაბამისმა სამსახურმა.

2. საკრებულოს კომისიის ან/და მერიის სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, აქტის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ.

3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხ