1. საკრებულოს განკარგულებით შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი საბჭოს წევრად რეგისტრაციის შესახებ.
3. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერი ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
5. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
6. საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო.
7. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზებას და ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საბჭოს მიერ სხდომაზე დამსწრე წევრთაგან არჩეული მდივანი ან საკრებულოს აპარატ