1. საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;
ბ) დასახლების საერთო კრებას.
2. საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას.
3. პეტიცია იწერება და შეიტანება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.
4. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.
5. პეტიციის შეტანის, რეგისტრაციის, განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლით.
6. საკრებულო უფლებამოსილია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით, დადგენილებით განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წეს