1. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება და მტკიცდება მისი მოწვევის ინიციატორი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით და ამ პროექტში ასახული განსახილველი საკითხების რიგითობით.
2. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საჯაროა.
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორს ან/და მის მიერ დასახელებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა საკრებულოს რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის: წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, გამოთქვას მასზე შენიშვნები ან/და მოსაზრებებ