მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ფორმებია:

ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეული საქმიანობაზე პერიოდული ანგარიშის მოსმენა;

ბ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და სხვა) გადაწყვეტილების მიღებამდე  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება;

გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფ