1. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით - რიგგარეშე ანგარიში.

2. საკრებულოს წევრები (საკრებულოს თანამდებობის პირები) და მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულო ანგარიშს განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღის