1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირი) მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული მუშაობის შესახებ.

2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის განთავსების შენობაში).

3. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე ან/და მისი მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელშიც გაერთიანებულია საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებიემიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშის მოსმენას.

4. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

5. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დამსწრე ამომრჩევლებს შეუძლიათ დაუსვან საკრებულოს წევრს კითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.

7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ოქმს ხელს აწერს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე. ოქმი ინახება საკრებულოს აპარატშ