1. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება მუნიციპალიტეტის ერთ ან რამდენიმე დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა მოსაზრების გაგების მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
3. გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედისა.
4. გამოკითხვის ჩატარების ფორმას (შერჩევითი სოციოლოგიური გამოკითხვა, მუნიციპალიტეტის დასახლების/დასახლებების მოსახლეობის გამოკითხვა, გამოკითხვა ინტერნეტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით და ა.შ.) განსაზღვრავს გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი.
5. გამოკითხვის ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
6. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მისი შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაშ