1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არანაკლებ 10 ამომრჩეველს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ.
2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არანაკლებ 10 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის დასაბუთებული მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით.
3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს ხელმოწერების შეგროვებისათვის. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ.
4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი მოხელე ახდენს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის და ხელმომწერთა ბლანკების აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.
5. ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს. ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად. ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაშ