1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის საჯარო სხდომებს.
2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარებისას უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას.
3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ რეგლამენტის 57-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესებით დაცვით დასვას კითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განცხადება, მიმართვა და წარადგინოს ინფორმაცია.
4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხების განხილვისას დებატებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს.
5. ყველას აქვს უფლება საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს წარუდგინოს მოსაზრებები მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზ