1. საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კვირაში ერთხელ მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
2. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა) ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს მოქალაქეთა მიღება. ამ მიზნით საკრებულოს წევრებისათვის გამოიყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრისთვის - აგრეთვე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის გამოყოფილ შენობაში)
3. საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ.
4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნება საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, ადგილი, მიღების საათები (არანაკლებ 5 საათი), თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დრო (არანაკლებ 10 წუთი).
5. საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მიღების ოქმს ადგენს შესაბამისი საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) ან საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.
6. საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს, რის შემდეგაც ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის განხილის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახე