1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს, წარუდგენენ მათ საკრებულოს ბიუროს განსახილველად.

2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს.

3. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს, ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას, წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისა