1. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვა ხდება მატერიალური და ელექტრონული ფორმით.
2. სხდომის ოქმი საჯაროა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე.
3. სხდომის ოქმს უნდა დაერთოს;
ა) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის ფურცელი;
ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები;
გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი და ბიულეტენები;
დ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკრებულოს სხდომის ოქმი და მასზე დართული მასალები ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ინახება საკრებულოს აპარატში, ხოლო შემდეგ ბარდება ეროვნულ არქივს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელე