1. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ აქტში სხვა თარიღი არ არის მითითებული.
2. საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ძალაში შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მიღებისთანავე ან გამოქვეყნების (გაცნობის) შემდეგ, თუ შესაბამის აქტში მითითებული არ არის მისი ამოქმედების სხვა თარიღ