1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი მოხელე. საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში და გამოთქვას შენიშვნები. სხდომის ოქმთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გადაეცემა შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას, გასცემს დავალებას სხდომის ოქმის შესწორების შესახებ. თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება, სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ სხდომის თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, შენიშვნის ავტორს უფლება აქვს შესაბამისი განცხადებით მიმართოს საკრებულოს, რომელიც სხდომაზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება:

ა)  სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა რაოდენობა და მათი ვინაობა;

დ) სხდომის დღის წესრიგი (მომხსენებელთა ვინაობის მითითებით);

ე) სხდომაზე გამომსვლელთა სია;

ვ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

3. საკრებულოს სხდომის ოქმს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესი