1. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მიზეზის დასახელებით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგეს თანამდებობიდან. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების საკრებულოს ბიუროსთვის წარდგენის დღიდან.
2. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს თანამდებობის პირის განცხადებას გადადგომის შესახებ, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერი