1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მუნიციპალიტეტის მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოსთვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში - საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი - მისი დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) პეტიცია - მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

ი) ინფორმაცია საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღის, ადგილისა და საათების შესახებ -   მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) -  შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი - ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

მ) საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში, - მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) საკრებულოს და საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის მერის წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

პ) მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;

ჟ) მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წერილობითი ინიციატივა - მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

რ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა - საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან/და საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.

თავი XVIII

საკრებულოს დათხოვნა  და საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვე