1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილებით) საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდება;
ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს;
გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდება მუნიციპალიტეტის მერსა